![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEj55J5yQD11lhcWdqsBjcgcKA5BDkWVHT_k0KQZDQjtk2LwWIRga0IIU2giiKQyX0p41QojqXYWpBGTyMz67K3gN9qVSbVbfy58hubnrVN2r45vxroNE6w63rkilF_lI6BwkAcJz78tDik/s1600/images+(10).jpg)
ხე რომ დგას,
ღვთაებრივი პეიზაჟის შესავალი,
უკვე, უვაშლო, ისედაც მრავლდებიან...
სიყვარულს ერთ სულ მოსახლეზე
წყალივით და შუქივით ვერ გაანაწილებ,
ერთ კაცს აიღებ,
ყურში აბსოლუტურ სმენას ჩაუწვეთებ,
პალიტრის ბორბალს თვალებზე გადაატარებ,
ერთნახევარს გახდი,
ბოლო შევსებამდე ჯოჯოხეთი გასავლელია.
გულს ყელის ძირში გადაუტან,
დიაფრაგმაში ფეხების ჩაკერებამ არ გაამართლა,
ჰორიზონტალურ მდგომარეობას ნაწოლები უჩნდება...
მდგარიყო იმ სევდიან ფეხებზე,
უძარღვო ხესავით,
შარშანდელი ვაშლის მოსავალი მიგეწებებინა,
ნუ იჭმევა, სიმბოლოდ მინდა!
ლია სტურუა
Комментариев нет:
Отправить комментарий